ოპოზიციური პარტიები შეხვედრას მართავენ

18:25, 07.03.2026

ცხრა ოპოზიციური პარტიის ალიანსი, რომელთა უმრავლესობა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრების მიერ არის დაფუძნებული, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა ამ წუთებში სასტუმრო „პულმანში“ მიმდინარეობს.

ოპოზიციური პარტიების ლიდერების განცხადებით, განხილვის მთავარი თემა ქვეყანაში შექმნილი ვითარებაა. მხარეები მსჯელობენ იმაზე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგან, რათა ქვეყანაში ხელახალი საპარლამენტო არჩევნები ჩაატარონ და მმართველი პარტია – „ქართული ოცნება“ შეცვალონ. პარტიების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ერთ-ერთი მთავარი, საპროტესტო მუხტის გაძლიერებაა. ალიანსის წევრები, რომელთა დევიზია „ერთიანობა ერთფეროვნების გარეშე“ მსგავს შეხვედრებს სამომავლოდაც აანონსებენ.

მსგავსი