ოპოზიციური კოალიციების ლიდერების ერთობლივი განცხადება

18:30, 31.01.2025

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არ აღიარების მოთხოვნით ოთხმა კოალიციამ ერთობლივად მიმართა სირიის ახალ ხელისუფლებას. ბრიფინგზე „ცვლილებებისთვის“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობისა“ და „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები იმყოფებოდნენ. ისინი სირიის ახალ ხელისუფლებას სთხოვენ, უკან წაიღონ წინა წლებში აფხაზეთის აღიარების გადაწყვეტილება. ასევე აღნიშნეს, რომ მესიჯი გაგზავნილია და პოზიტიური მოლოდინები აქვთ. ამასთან ერთად, ოპოზიციონერმა ლიდერებმა ერთად მუშაობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

მსგავსი