ოპოზიციური გაერთიანება „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო დიდი ოპოზიციური ერთობის შექმნას აანონსებს. მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობა მხარდამჭერთა რიცხვს უფრო გაზრდის. ყოფილ სახელისუფლებო ძალასთან თანამშრომლობას არ გეგმავს ოპოზიციის დიდი ნაწილი. განსხვავებულია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის პოზიცია, ის ერთობის წინააღმდეგი არ არის, თუმცა რა ფორმით შედგება თანამშრომლობა, გიორგი ვაშაძე ჯერ არ აკონკრეტებს.

რაც შეეხება მმართველ გუნდს, „ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ „ნაცმოძრობა“ პოლიტიკური პარტიების მის გარშემო გაერთიანებას ვერ შეძლებს.