ოპოზიციური ერთობის ვერშემდგარი გეგმა

21:15, 21.02.2026

რვათა ერთობას მინუს „ლელო“ – ხაზარაძე- ჯაფარიძის დაფუძნებული პარტია ოპოზიციური ალიანსის მორიგ მცდელობას ემიჯნება, მიზეზი ბევრია, საკითხები კონკრეტული. გარდა იმისა, რომ მათ მიერ დადგენილ ე. წ ქცევის კოდექსს არ ეთანხმებიან, „ლელოსთვის“ მიუღებელია გახარიას პარტიასთან თანამშრომლობის აკრძალვა, რასაც ერთობის დოკუმენტის ერთგულები ითხოვენ.

რუსთავის ციხიდან კი მორიგი გზავნილია. „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს პატიმარი თავმჯდომარე, ოპოზიციას პოლიტიკური ჰუმანიზმისკენ მოუწოდებს და ერთმანეთის ლანძღვისგან თავშეკავებას ურჩევს. ჯერ უცნობია, ხაბეიშვილის რჩევა გაითვალისწინეს, თუ ასეთი სტრატეგია აქვთ, ოპოზიციაში „ლელოსა“ და გახარიას პარტიის მიმართ ისეთი კრიტიკა აღარ ისმის, როგორიც 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ, როცა ამ პარტიებმა ბოიკოტში მყოფთაგან განსხვავებით, საარჩევნო მარათონში ჩართვა გადაწყვიტეს.

მსგავსი