ოპოზიციური ალიანსის შეხვედრა

18:34, 11.05.2026

ოპოზიციურ ალიანსში საარჩევნო კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებზე იმსჯელეს. შეიმუშავეს 6-პუნქტიანი გეგმა. მათი თქმით, ამ ნაბიჯების განხორციელების შემთვევაში ქვეყანაში საარჩევნო გარემო გაუმჯობესდება და შესაძლებელი იქნება ობიექტური არჩევნების ჩატარება. შემუშავებულ დოკუმენტს დღეს საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ექსპერტებს გააცნეს, საბოლოო აზრთა შეჯერების შემდეგ ოპოზიციური ალიანსი დოკუმენტის გასაჯაროებას გეგმავს.
შეხვედრა დახურულ ფორმატში გაიმართა.

მსგავსი