ოპოზიციური ალიანსის სამოქმედო გეგმა
ოპოზიციური ალიანსის აქცია ურთიერთბრალდებების თემაა თავად ოპოზიციაში. ალიანსის წევრების ნაწილმა ხან აქციის მონაწილეთა რაოდენობა დაიწუნა, ხან სლოგანი. მიხეილ სააკაშვილმა კი ოპოზიციას ციხიდან მოსთხოვა პასუხი კითხვაზე – რა არის მათი შემდგომი სამოქმედო გეგმა. მმართველი გუნდი კი ალიანსში გამწვავებულ დაპირისპირებას საზოგადოების უნდობლობასა და მათ წარუმატებლობას უკავშირებს.