ოპოზიციური ალიანსი 26 მაისის აქციისთვის ემზადება. მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უარი მიიღეს როგორც თბილისის მერიისგან, ასევე შსს-გან რუსთაველზე დემონსტრაციის ჩატარებაზე, ისინი მაინც არ შეცვლიან გეგმებს. ნიკა გვარამიას განცხადებით, ხვალ დღის განმავლობაში ეცდებიან, ტერიტორიაზე სცენა ააწყონ და გახმოვანების აპარატურა განათავსონ. მისივე თქმით, რა სახეს მიიღებს მათი პროტესტი, ამას სიტუაციის მიხედვით გადაწყვეტენ.
შეგახსენებთ, ხვალ 19:00 საათზე უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეიკრიბებიან და მსვლელობით წავლენ პარლამენტის შენობისკენ. დაანონსებულ პროტესტს მხარდაჭერას უცხადებს მიხეილ სააკაშვილი. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია კვლავ ხელისუფლების დამხობის მნიშვნელობაზე საუბრობს. საპატიმროდან წერილს ავრცელებს და სააკაშვილის მოწოდებებს უერთდება ლევან ხაბეიშვილიც.