ოპოზიციური ალიანსის გეგმა - გამოხმაურება

26 მაისს გამართული საპროტესტო აქციით ბოლომდე კმაყოფილი არ არის მიხეილ სააკაშვილი. აღნიშნულთან დაკავშირებით ყოფილმა პრეზიენტმა სოციალურ ქსელში დაწერა. „საპროტესტო მსვლელობამ მაინც დამიტოვა უკმარისობის განცდა, არ გაეცა პასუხი მთავარ კითხვას, რა არის შემდეგი ნაბიჯები, ვეძებთ რევოლუციური ჯავშანმანქანის ინჟინრებს“ – დაწერა  სააკაშვილმა. მისგან განსხვავებით ცხრა პოლიტიკური ძალისგან შემდგარი ერთობის ლიდერთა დიდი ნაწილი, შეკრების მასშტაბით კმაყოფილია და ახალ კამპანიას იწყებს, სლოგანით – „საქართველო იმსახურებს უკეთესს“. მათივე თქმით აღნიშნული  მოქალაქეებთან შეხვედრებს და აქციებს მოიცავს. ალიანსს გარეთ მყოფი ოპოზიციური პარტიები კი მიიჩნევენ, რომ პროტესტმა ნათლად წარმოაჩინა, რომ ქუჩის პოლიტიკას მომავალი არ აქვს. რაც შეეხება მმართველ ძალას, „ქართული ოცნება“ ოპოზიციის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერის ნაკლებობაზე ამახვილებს ყურადღებას.