„ოპოზიციური ალიანსის“ ახალი კამპანია

15:12, 31.07.2026

ოპოზიციური ალიანსი „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ინიციატივით ახალ კამპანიას იწყებს – სახელწოდებით „ემიგრანტის ხმა“. „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრის, თენგიზ თევზაძის განმარტებით, კამპანიის მიზანი ემიგრანტებისთვის საარჩევნო ხმის უფლების აღდგენა და სექტემბერში საკონსტიტუციო სასამართლოში შესაბამისი საკონსტიტუციო სარჩელის შეტანაა. ახალი კამპანიის ფარგლებში, ემიგრანტებთან ონლაინ შეხვედრები იგეგმება, ამასთან, ემიგრანტებს მათი პოზიციის დაფიქსირება პეტიციაზე ონლაინ რეჟიმში ხელმოწერით შეეძლებათ. „ქართული ოცნება“ ალიანსის ახალ კამპანიას პიარულ სვლას უწოდებს და აცხადებს, რომ საქართველოს არც ერთ მოქალაქეს საარჩევნო ხმის უფლება შეზღუდული არ აქვს და ეს უფლება კონსტიტუციითაა გარანტირებული.

მსგავსი