„ოპოზიციური ალიანსი“ იშლება
ერთი მაგიდის ირგვლივ 6 თვის წინ გაერთიანებული 9 ოპოზიციური პარტია უკვე ერთიანობაზე აღარ საუბრობს. ოპოზიციური ერთობის პროექტი ისევ ვერ შედგა. ალიანსის დაშლა იმითაც დასტურდება, რომ ბოლო 2 თვეა, ყოფილ და მოქმედ „ნაციონალებს“ შორის არც შეხვედრა გამართულა, არც ერთობლივი ბრიფინგი ჩატარებულა. დროებითი ერთობა, რომელსაც პოლიტიკური მომავალი არ აქვს, „ოპოზიციურ ალიანსს“ პოლიტიკური დიაგნოზი შექმნის დღიდანვე დაუსვა მმართველმა გუნდმა. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ გამოცდილება და უახლესი წარსული აჩვენებს, რომ მათი ოპონენტების ნებისმიერი გაერთიანება შეურაცხყოფით, ურთიერთბრალდებებით და პოლიტიკური გზების გაყოფით სრულდება.