„ოპოზიციური ალიანსი“ იშლება

18:13, 20.08.2026

ერთობის პროექტი ისევ ვერ შედგა. ერთი მაგიდის ირგვლივ ექვსი თვის წინ გაერთიანებული ცხრა ოპოზიციური პარტია ერთიანობაზე უკვე  აღარ საუბრობს. ოფიციალურად დაშლის გადაწყვეტილებას არ ადასტურებენ, თუმცა ბოლო ორი თვეა, ყოფილ და მოქმედ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის არც შეხვედრა გამართულა, არც ერთობლივი ბრიფინგი ჩატარებულა. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ უახლესი წარსული აჩვენებს, რომ მათი ოპონენტების ნებისმიერი გაერთიანება ურთიერთბრალდებებით და პოლიტიკური გზების გაყოფით სრულდება.

მსგავსი