ოპოზიციური ალიანსების ჩამოყალიბების საკითხი

კვლავ აქტუალურია კითხვა, ვინ ვისთან და რა ფორმით წარდგება არჩევნებზე. ახალი ალიანსების ჩამოყალიბების პროცესი ისევ ბუნდოვანია. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ ჯერ ისევ გადაჯგუფების პროცესი მიმდინარეობს და დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა ახალმა განცხადებამ პოლიტიკურ ძალებს დამატებითი კითხვები გაუჩინა. მმართველი პარტიის წევრებს კი მიაჩნიათ, რომ ოპოზიციის ერთიანობა უპერსპექტივოა.