ოპოზიციის დაანონსებული „სირცხვილის დერეფნები“

ძალაში რჩება აქციების გეგმა არჩევნების მეორე ტურის დროსაც – ოპოზიცია ბოიკოტის გადაწყვეტილებას არ ცვლის და მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს ამბობს.

თუმცა, ხელისუფლების ოპონენტები პროტესტის გამოხატვის ფორმაზე ჯერ ჩამოყალიბებული არ არიან. მართალია, „ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ დაანონსებულ „სირცხვილის დერეფნებს“ პარტიის წევრთა ნაწილიც კი გაემიჯნა, თუმცა გეგმა, როგორც ჩანს, მაინც ძალაში რჩება. გუშინდელი მძაფრი რეაქციების შემდეგ, რიტორიკა ოდნავ შერბილდა და პარტიის ცალკეული წევრების მხრიდან, 21 ნოემბერს საარჩევნო უბნებთან „სირცხვილის დერეფნების“ მოწყობის სხვადასხვა ინტერპრეტაცია ისმის. დანარჩენი ოპოზიციის ნაწილი პროტესტის გამოხატვის ამ ფორმას უკვე გაემიჯნა, ნაწილი ჯერ ისევ ფიქრობს.