ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტში შევიდნენ

 პარლამენტში ოპოზიციისთვის განკუთვნილი 60 სკამიდან ოთხი ადგილი შეივსო. „პატრიოტთა ალიანსიდან“ შესული ფრიდონ ინჯია, ავთანდილ ენუქიძე, გელა მიქაძე და დავით ზილფიმიანი ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას ქმნიან, მანამდე კი საპარლამენტო საქმიანობაში უკვე ერთვებიან.

ოთხივე მათგანი მმართველი გუნდიდან ზეწოლას კატეგორიულად უარყოფს და გადაწყვეტილებას რამდენიმე არგუმენტით ამყარებს. ერთ-ერთ არგუმენტად ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებლად, საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესება სახელდება, ამ მიზნით დეპუტატები „ქართული ოცნებისთვის“ მკაცრი ოპონირების გაწევის პირობას დებენ. ყოფილი თანაგუნდელები არ გაუკრიტიკებია ირმა ინაშვილს, განსხვავებით დანარჩენი ოპოზიციისგან, რომლებიც მათი მისამართით მწვავე ეპითეტებს არ მოერიდნენ.