ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტში

პირველი სხდომა ოპოზიციის მონაწილეობით – მეათე მოწვევის პარლამენტის მუშაობიდან ოცდამეხუთე დღეს, უმცირესობისთვის განკუთვნილი ადგილები ოთხმა დეპუტატმა დაიკავა.

საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობას შეუდგნენ დავით ზილფიმიანი, ფრიდონ ინჯია, ავთანდილ ენუქიძე და გელა მიქაძე. მათ პოლიტიკური გაერთიანება „ევროპელი სოციალისტები“ დააფუძნეს და განაცხადეს, რომ პოლიტიკური ბოიკოტი დღეს ხელსაყრელი მხოლოდ „ქართული ოცნებისთვის“ და „ნაციონალური მოძრაობისთვისაა“. პარლამენტმა ახალი დეპუტატების უფლებამოსილება უკვე ცნო.