ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკების პერსპექტივა

რომელი ოპოზიციური პარტია ელაპარაკება „ქართულ ოცნებას“. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მას და რამდენიმე მის თანაგუნდელს ჰქონდათ პირდაპირი თუ ირიბი კომუნიკაცია 5 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებთან. თუმცა ოპოზიციური პარტიებიდან ჯერ პირდაპირ არავის დაუდასტურებია კომუნიკაცია მმართველი გუნდის წევრებთან.