ყოფილ პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის კონსულტაციები გრძელდება.
საუბრის თემაა ახალი საპარლამენტო არჩევნების მიღწევის გზები და მისი ჩატარების წესები. დღევანდელ შეხვედრას სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელი ესწრებოდა. როგორც ირკვევა, არსებობს არჩევნების ადმინისტრირების სამი სხვადასხვა ვერსია. პოლიტიკური ლიდერები ამტკიცებენ, რომ ფუნდამენტურ საკითხებსა და პრინციპებზე თანხმდებიან, თუმცა აზრთა სხვადასხვაობის თემაა ის, თუ რა ცვლილებები უნდა უძღოდეს წინ არჩევნებს და როგორ უნდა დაკომპლექტდეს ცესკო სანდოობის და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. ხელახალი არჩევნების მიღწევა ხელისუფლების ოპონენტებს შიდა პროტესტით და საერთაშორისო ზეწოლით ესახებათ. დღევანდელ კონსულტაციებზე იმსჯელეს იმ გზავნილებზეც, რაც, ოპოზიციის აზრით, ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტმა ტრამპის ინაუგურაციის დროს აშშ-ში უნდა ჩაიტანოს.