ოპოზიციის წევრების განცხადება

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები – თამარ კორძაია, ხათუნა სამნიძე და თეონა აქუბარდია ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართავენ და მოითხოვენ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი გაიწვიონ. ამის შესახებ მათ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს და აღნიშნეს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უარი უნდა თქვას კანონპროექტზე. მათივე შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი ძალადობრივი მეთოდით მიიღო, რის შემდეგაც მოქალაქეების დარბევა დაიწყეს.