ოპოზიციის წერილი შარლ მიშელს 

თბილისიდან ბრიუსელში კიდევ ერთი წერილი იგზავნება.

ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე ხუთი დღით ადრე ექვსი ოპოზიციური პარტია 19 აპრილის შეთანხმების ავტორს, შარლ მიშელს, ასევე ჯოზეფ ბორელსა და ოლივერ ვარჰეის მიმართავს. ხელისუფლების ოპონენტების მოთხოვნაა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთვის სხვადასხვა დახმარების გამოყოფისას პირობითობის მექანიზმი გამოიყენოს და მოახლოებულ სამიტზე ქვეყანას საკუთარი ვალდებულებები შეახსენოს. ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ მიშელის შუამავლობით ხელმოწერილი შეთანხმების ყველა პუნქტის დარღვევაში და დოკუმენტის უსაფუძვლოდ ანულირებაში ადანაშაულებს. მმართველი გუნდის მწვავე კრიტიკის დროს განსაკუთრებული აქცენტი კეთდება სასამართლო რეფორმაზე, მოსამართლეების დანიშვნაზე და ერთი მოსმენით მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე, რომლის შესაძლო გადახედვა, წერილის ავტორების ვარაუდით, მორიგ პოლიტიკურ კრიზისს გამოიწვევს.

ბრიუსელში გაგზავნილი წერილის შესახებ მედიიდან გაიგო ოპოზიციის ნაწილმა. მიმართვა მიკერძოებული პოლიტიკური ინტერესების გამოხატულებაა „ქართული ოცნებისთვის“.