ოპოზიციის წარმომადგენლები აშშ-ში - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

როგორც ცნობილია, ტრამპის ინაუგურაციას დაესწრებიან ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. ვაშინგტონში იმყოფება სალომე ზურაბიშვილი, რომელიც კონგრესმენმა ჯო ვილსონმა მიიწვია. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში საქართველოდან შტატებში მნიშვნელოვან გზავნილებს გააჟღერებენ.

საკითხს ეხმაურებიან მმართველ გუნდშიც, სადაც აღნიშნავენ, რომ ოპოზიციის განცხადებები სპეკულაციებით არის გაჯერებული და მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანას ცდილობს.