ოპოზიციის ულტიმატუმი ნიკოლ ფაშინიანს

სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს ოპოზიციამ თანამდებობის დატოვებისთვის დრო 8 დეკემბრამდე მისცა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, მთავრობის მეთაური 8 დეკემბერს, დღის 12 საათამდე უნდა გადადგეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყნის მასშტაბით დაუმორჩილებლობის აქციები გაიმართება. სომხეთში ანტისამთავრობო გამოსვლები მას შემდეგ იმართება, რაც 9 ნოემბერს, სომხეთის პრემიერმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლითაც მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები შეწყდა. ოპოზიცია სომხეთში ამტკიცებს, რომ ნიკოლ ფაშინიანმა სახელმწიფოებრივ ინტერესებს უღალატა და ტერიტორიები აზერბაიჯანს გადასცა.

დატოვე კომენტარი