ოპოზიციის შეთავაზება ოპოზიციას

ოპოზიციური გაერთიანების შეთავაზებას პარტიების ნაწილი უარით პასუხობს.

წინადადებას, რომ ხელისუფლების ოპონენტებს საპრეზიდენტო არჩევნებში ერთი საერთო კანდიდატი ჰყავდეთ, სკეპტიკოსები ჰყავს. ზოგიერთი პარტია კი საკუთარ პირობებს აყენებს. იდეის ავტორი 11 ოპოზიციური პარტიის პოლიტიკური გაერთიანებაა, რომელსაც საკუთარი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძის სახით უკვე წარდგენილი ჰყავს. თუმცა, გაერთიანების ლიდერები მზად არიან, დანარჩენ ოპოზიციასთან შეთანხმების შემთხვევაში პრაიმერი ჩაატარონ და საერთო კანდიდატი ამ გზით გამოავლინონ.