ოპოზიციის შეხვედრა ზურაბიშვილთან

სალომე ზურაბიშვილი ორბელიანის სასახლეში ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შეხვდა. როგორც შეხვედრის მონაწილე ელენე ხოშტარიამ განაცხადა, საუბრის მთავარი თემა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება და არჩევნების არ აღიარება იყო. მანამდე ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტს „კოალიცია ძლიერი საქართველოს“ ლიდერები შეხვდნენ. შეხვედრები ოპოზიციონერი ლიდერების ინიციატივით გაიმართა.