ოპოზიციის შეხვედრა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან

მმართველი გუნდის და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა დასრულებულია.

რამდენიმე საათიანი კონსულტაციების მთავარი თემა ერთი მოსმენით და ფართო კონსენსუსით დამტკიცებული საკონსტიტუციო ცვლილებები იყო. ხელისუფლების ოპონენტების მოთხოვნაა, რომ პროექტი მეორე და მესამე მოსმენაზე უცვლელი სახით გავიდეს, ანუ საარჩევნო ბარიერი 2 % იყოს, მომდევნო საპარლამენტო არჩევნები კი სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდეს. „ქართული ოცნება“ კი პროექტიდან იმ ჩანაწერის ამოღებას ითხოვს, რომელიც ვადამდელი არჩევნების ალბათობას უშვებს. მმართველი პარტია დარწმუნებულია, რომ პროექტის უცვლელად მიღება ოპოზიციას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თემის გასააქტიურებლად სჭირდება. დღევანდელ შეხვედრაზე საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი არ მიიწვიეს.

დატოვე კომენტარი