ოპოზიციის შეხვედრა „ლეიბორისტების“ ოფისში

შეხვედრა გაიმართა დღეს „ლეიბორისტული პარტიის„ ოფისში.  ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა, რომლებიც არჩევნების  პროპორციული სისტემით ჩატარებას ითხოვენ, კიდევ ერთხელ გაიარეს სამოქმედო გეგმა და დეტალებზე შეთანხმდნენ.  შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ განმარტეს, რომ პროტესტი არ შეწყდება იქამდე, სანამ ხელისუფლება შექმნილი კრიზისის  მნიშვნელობას არ გაიაზრებს და  პროპორციულ არჩევნებს არ დათანხმდება.

რაც შეეხება  ორშაბათისთვის დაანონსებულ აქციას, ოპოზიციის გეგმა ასეთია – ისინი  საღამოს რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან, მსვლელობით გადაინაცვლებენ პარლამეტთან და შენობის  მშვიდობიანი გზით პიკეტირებას შეეცდებიან.  ანონსდება აქციები სხვა ლოკაციებზეც, თუმცა კონკრეტულად სად, ეს ოპოზიცური პარტიების წარმომადგენლებს უკვე აღარ დაუკონკრეტებიათ.