ოპოზიციის შეხვედრა ელჩებთან

პოლიტიკური სპექტრი დიპლომატების მონაწილეობით მიმდინარე მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის ემზადება. დაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალებს შორის შეხვედრის კონკრეტული თარიღი ჯერ უცნობია. გარკვეული სიახლეები აქვს მოთხოვნებში ოპოზიციას. საკუთრი წინადადებები პარტიების ლიდერებმა დღეს შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წარმომადგენლებს გააცნეს. შეხვედრა ამერიკის ელჩის თანაშემწის რეზიდენციაში გაიმართა. მას არ დასწრებიან „ლეიბორისტული პარტიისა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები.