ოპოზიციის შეხვედრა აშშ-ის და ევროკავშირის ელჩებთან

ქვეყანა ახალი შეზღუდვების და პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის მოლოდინში.

ბოლო ერთ კვირაში უკვე მეორედ აშშ-ის და ევროკავშირის ელჩები ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ინდივიდუალურად ხვდებიან, ეს მაშინ, როდესაც წინ ხელისუფლებასთან შეხვედრის მესამე რაუნდია. საუბრის დეტალების დაკონკრეტებისგან პოლიტიკური ლიდერები თავს იკავებენ, თუმცა

ხელახალი ან ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას ძალაში ტოვებენ და „ქართული ოცნების“ წინადადებას ელოდებიან. თავის მხრივ, მმართველი გუნდი არჩევნების თავიდან ჩატარებას კატეგორიულად გამორიცხავს, თუმცა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა დღეს თქვა, რომ შესაძლებელია მოლაპარაკების თემად იქცეს საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმა.

საერთაშორისო მოწოდებები და ოპოზიციის უარი – დღევანდელი შეხვედრებიდან გამოსული ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერის მხრიდან დასავლეთის მიმართ განსაკუთრებით მწვავე გზავნილები გაისმა.

დატოვე კომენტარი