ოპოზიციის შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან

ევროკავშირის 12 პუნქტის შესასრულებლად შექმნილ სამუშაო ჯგუფებს გამიჯნულმა ოპოზიციის ნაწილმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. დახურულ კარს მიღმა მხარეებმა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მართლმსაჯულების საკითხზე საკანონმდებლო ინიციატივის პარლამენტში დარეგისტრირებას თვის ბოლოს გეგმავს.

უფრო კონკრეტულად, მხარეთა პოზიციებს პარლამენტიდან მანანა დევაძე გაგვაცნობს.