ოპოზიციის შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან

ოპოზიციის ნაწილი ევროკავშირის 12 პუნქტის შესასრულებლად პარალელურ სამუშაო ფორმატში მუშაობას აგრძელებს. ამჯერად მორიგი შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, ომბუდსმენის საკითხთან დაკავშირებით, თემატური ჯგუფის ფარგლებში იმართება.

შეგახსენებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილი, პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფებს ამ დრომდე ბოიკოტს უცხადებს და მუშაობას ალტერნატიულ ფორმატში აგრძელებს.