ოპოზიციის შეხვედრა
ოპოზიციური ალიანსი ეკონომიკის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. განხილვის საკითხი, საწვავსა და სხვადასხვა პროდუქტებზე გაზრდილი ფასები იყო. ოპოზიციის თქმით, მთავრობას ამ პრობლემის მოსაგვარებლად უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა სჭირდება. ისინი პარლამენტში შექმნილი კომისიის მუშაობასაც აფასებენ და ამბობენ, რომ ფასების კლების კუთხით პარლამენტში შექმნილი კომისია ვერანაირ შედეგს ვერ დადებს, რადგან პრობლემა მეტად კომპლექსურია. ერთ-ერთი გამოსავალი კი, მათივე თქმით, დღგ-სა და მოგების გადასახადის შემცირებაა.