ოპოზიციის შეხვედრა

პოლიტიკური პროცესები ქუჩაში რჩება, ოპოზიცია აქციებისთვის მზადებას იწყებს. ევროკავშირის მედიაციით გამართული ორი უშედეგო რაუნდისა და ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ, ხელისუფლების ოპონენტები დღეს კონსულტაციებისთვის პირველად შეიკრიბნენ.

სხვადასხვა პარტიის ლიდერებმა სამომავლო გეგმები შეაჯერეს და ჟურნალისტებთან განაცხადეს, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობასთან შეხვედრებს აპირებენ, უკვე მაისში კი მასშტაბურ აქციას თბილისში ჩაატარებენ.

თამარ წიკლაური აშუქებდა დღევანდელ კონსულტაციებს და ოპოზიციის გეგმებზე ახლა ის ისაუბრებს.

 

დატოვე კომენტარი