ოპოზიციის შეხვედრა

რა პოზიციით მივა ოპოზიცია დიპლომატების მონაწილეობით მიმდინარე მოლაპარაკების მესამე რაუნდზე. პარტიების ლიდერებმა საკუთარი გეგმა „ლელოს“ ოფისში კიდევ ერთხელ განიხილეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ მოთხოვნები უცვლელია – ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები . მათივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე გაჩნდა დამატებითი ინიციატივები და დაზუსტდა რამდენიმე მიმართულება. ხელისუფლების ოპონენტები „ქართული ოცნების“ შემხვედრ კონკრეტულ წინადადებას ელოდებიან.