ოპოზიციის შეხვედრა

ამომრჩეველთა ხმების დაცვის შტაბში ოპოზიციური პარტიების შეხვედრა მიმდინარეობს. ისინი ცესკო-ს მიერ მიღებულ დადგენილებაზე მსჯელობენ, რომელიც კოვიდინფიცირებული პირების მიერ ხმის მიცემის პროტოკოლს ეხება. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ რეგულაციები არ იძლევა არჩევნების ობიექტურად ჩატარების საშუალებას. ისინი ცესკო-ს აღნიშნული რეგულაციების გადახედვისკენ მოუწოდებენ. ისინი დადგენილების გასაჩივრებას სასამართლოში გეგმავენ.