ქუჩიდან არჩევნებამდე – რატომ შეცვალა ოპოზიციურმა ალიანსმა სტრატეგია. პარტიები, რომლებმაც არც საპარლამენტო არჩევნების შედეგები აღიარეს და არც ოთხი ოქტომბრის კენჭისყრაში მიიღეს მონაწილეობა, ახლა ხელისუფლების არჩევნების გზით ცვლილებაზე ალაპარაკდნენ.
შვიდი თვე დასჭირდა პოზიციის შესაცვლელად ყოფილ პრეზიდენტსაც. სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ბოიკოტში მყოფი ოპოზიციის გაერთიანებას ხან ქართული ქარტიის, ხანაც ტექნიკური მთავრობის ირგვლივ უშედეგოდ ცდილობდა, ახლა პოლიტიკური წარმატების გარანტად არჩევნებს მიიჩნევს. ოპოზიციაში არ აკონკრეტებენ იმას, მათი სამზადისი ვადამდელი, თუ 2028 წლის არჩევნებზეა გათვლილი. შეცვლილი რიტორიკის ფონზე, უცვლელია საპროტესტო მუხტის გაძლიერების სურვილიც.