ოპოზიციის „შავი სია“

ოპოზიცია დაანონსებულ ე. წ. შავ სიას ადგენს.

ხელისუფლების ოპონენტები ჩამონათვალში იმ ადამიანების შეყვანას აპირებენ, რომლებიც მათივე მტკიცებით, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში პოლიტიკურ დევნას ახორციელებენ. ოპოზიციური პარტიების გეგმის მიხედვით, პირველ ეტაპზე სიაში მოხვდებიან ის მოსამართლეები, პოლიციელები და პროკურორები, რომლებიც როგორც თავად ამბობენ, მართლმსაჯულებას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ. დასახელდა პირველი ხუთეულიც. როგორც ოპოზიცია განმარტავს, სიები სანქციების დასაწესებლად საერთაშორისო პარტნიორებთან გაიგზავნება.

ოპონენტების ახალი გეგმა არასერიოზულია მმართველი გუნდისთვის, რომელიც ცალკეულ ოპოზიციონერ ლიდერებს წარსულ საქმიანობას ახსენებს.