ოპოზიციის „შავი სია“

ოპოზოცია „შავ სიებზე“ მუშაობას განაგრძობს.

ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩაინიშნება სპეციალური კომისიის შემდგომი სხდომა. სიის პირველი ხუთეული წინა სხდომაზევე დაანონსდა. როგორც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები განმარტავენ, პირველი ათეულის გამოქვეყნების შემდეგ, გვარები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან გაიგზავნება, სია კი მუდმივად განახლდება და განივრცობა.

ამ ეტაპისთვის ოპოზიცია საშუალო და ქვედა რგოლის მოხელეთა „შავ სიაზე“ მუშაობს, რომელშიც პოლიციელები, პროკურორები, მოსამართლეები და მერიის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები უნდა მოხვდნენ. სიაში შეტანილ პირებზე კი ოპოზიციის წევრები ისეთი საერთაშორისო სანქციების გავრცელებას მოითხოვენ, როგორებიცაა ფინანსური სანქციები და გადაადგილების შეზღუდვა.

დატოვე კომენტარი