ოპოზიციის სარჩელი

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პროკურატურაში დედაქალაქის მერის, კახა კალაძის წინააღმდეგ ორი საჩივარი დაარეგისტრირეს.

განცხადებები თბილისის მერიის საახალწლო ხარჯებსა და ჭვჭავაძის ქუჩაზე სკამების შესაძენ სატენდერო დოკუმენტაციას ეხება. კერძოდ, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ მთავარი ნაძვის ხის ვიზუალი არ შეესაბამება მასში გადახდილ თანხას – ერთ მილიონ ლარს. ასევე მისი თქმით, სკამების სატენდერო დოკუმენტაცია მიზანმიმართულად იტალიურ კომპანიაზე არის მორგებული. საგამოძიებო უწყებასთან საკრებულოს ოპოზიციურმა ფრაქციის წევრებმა აქციაც მოაწყეს. მათ კახა კალაძის ფოტოები გამოფინეს, რომლებიც მათი თქმით თბილისის მერის კორუფციულ საქმიანობას ასახავს.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ბრალდებებს საკრებულოს უმრავლესობაში პასუხობენ. ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრის, ლევან ჟორჟოლიანის შეფასებით, მათი ოპონენტების განცხადებები აბსურდული და მავნებლურია.