ოპოზიციის სამუშაო დოკუმენტი

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ამ ეტაპზე დეოლიგარქიზაციის პროექტზე მუშაობას აგრძელებს. ოპოზიციონერი დეპუტატები ახლა ხედვების შეჯერების პროცესში არიან. პროექტის წარდგენას პარლამენტში ოპოზიციის ნაწილი მომავალ კვირას არ აპირებს და საკითხზე კონსულტაციების გაგრძელებას გეგმავს. პროცესში ჩართული ოპოზიციონერების შეფასებით, საკითხზე არა ფრაგმენტული საკანონმდებლო ცვლილებები, არამედ კომპლექსური მიდგომაა აუცილებელი. ოპოზიციის მეორე ნაწილი კი, რომელიც პარლამენტის სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობს, ფიქრობს, რომ საკანონმდებლო დონეზე დეოლიგარქიზაციის საკითხის დარეგულირება აბსურდულია და შესაძლოა, საკითხმა ანტიკონსტიტუციურობის პრობლემაც შექმნას.