ოპოზიციის სამოქმედო სტრატეგია

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ნიკა მელიას დასაცავად გამაგრებული ოპოზიცია დღის წესრიგს არ ცვლის.

სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ერთად ოფისში მობილიზებულია პარტიული აქტივი, რომელთა შორის ბოლო პერიოდში განვითარებული რამდენიმე ცნობილი მოვლენის მონაწილეებიც არიან. ხელისუფლების ოპონენტები შექმნილ ვითარებაში ერთადერთ გამოსავალს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე შეთანხმებაში ხედავენ. პოზიციას კი ლიეტუვის პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის მოწოდებებით იმყარებენ. ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ დეპუტატ ჟიგიმნატას პავილიონისის მიერ თბილისში დატოვებული გზავნილები კატეგორიულად მიუღებელია მმართველი გუნდისთვის. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე გაკეთებული განცხადების გამო, „ქართული ოცნების“ ცალკეულმა წევრებმა ლიეტუველი კოლეგისგან ბოდიშის მოხდაც მოითხოვეს.