ოპოზიციის სამოქმედო გეგმა - შეფასებები

თვითმმართველოის არჩევნებამდე სამ კვირაზე ნაკლები ხდება. ხელისუფლება და ოპოზიციის ნაწილი წინასაარჩევნო სამზადისშია ჩართული. „ნაციონალური მოძრაობისა“ და „რუსთველის გამზრის“ ლიდერები კი, 4 ოქტომბერს მასშტაბურ აქციას აანონსებენ და „მშვიდობიან რევოლუციაზე“ საუბრობენ. როგორც პაატა ბურჭულაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, აქციაზე იქნება სამი ლოკაცია, ასევე, იმავე დღეს მოხდება საზოგადოებისთვის მინისტრთა კაბინეტის შეთავაზება. „ჭკუა თუ შესწევთ, რამდენიმე ორგანიზატორი უნდა დატოვონ გარეთ, რომ 4 ოქტომბერს აქცია იყოს მართვადი, თორემ ვნახეთ უმართავი ხალხი ნეპალში, რვა საათზე უკვე გადმობარებული უნდა იყოს ხელისუფლება“- განაცხადა ბურჭულძემ.

რაც შეეხება მმართველ გუნდს, „ქართული ოცნება“ დარწმუნებულია, რომ ოპონენტებს მათი შეცვლის რესურსი არ გააჩნია და იმ შემთხვევაში, თუ შეკრება მშვიდობიან ფორმას გაცდება, ხელისუფლება კანონის მიხედვით იმოქმედებს.