ოპოზიციის სამოქმედო გეგმა – შეფასებები

15:21, 26.06.2025

როგორი უნდა იყოს ოპოზიციის სამოქმედო გეგემა – ზურა გირჩი ჯაფარიძე ერთიანი ონლაინპლატფორმის შექმნის ინიციატივით გამოდის. გავრცელებულ წერილში ვკითხულობთ:
„ჩვენ უნდა შევქმნათ ერთად ისეთი თამაში, პოლიტიკური პროცესი, რომელიც დროში განვრცობადად (და არა ერთი საღამოს შეკრებით) აჩვენებს, რომ ჩვენ ვართ უმრავლესობა (2x-ჯერ მეტნი ვართ) და ვიბრძვით რეჟიმის წინააღმდეგ; ეს შეიძლება, შეუძლებელი ყოფილიყო წლების წინ, მაგრამ დღეს შესაძლებელია – ონლაინპლატფორმა, სადაც დარეგისტრირდება ყველა, ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ითხოვს რეჟიმის ცვლილებას და საქართველოს დაბრუნებას თავის ისტორიულ გზაზე, ევროპისკენ. ამ იდეაზე სხვადასხვა ფორმით უკვე ლაპარაკობს ბევრი. ეს გააცოცხლებს პოლიტიკურ პროცესს. ეს აიძულებს ყველას, აკეთოს ის, რაც დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია – დააძლევინოს შიში გარშემო მყოფებს და დაარწმუნოს პლატფორმაზე რეგისტრაციის აუცილებლობაში. ეგაა დღეს პოლიტიკა, სხვა პოლიტიკა არ არსებობს. ჩირგვებში ყოფნის დრო დამთავრდა. ონლაინპლატფორმა არის ჩირგვებიდან გამოსვლა. ეს არის პირველი ეტაპი, რომ დავინახოთ ერთმანეთი, დავძლიოთ შიში, ვირწმუნოთ, რომ დიდი უმრავლესობა ვართ და ვირწმუნოთ გამარჯვების. ეს რუსებმაც უნდა დაინახონ. უნდა დარწმუნდნენ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, რაც ჩაიდინეს, რაც დახარჯეს, რაც დრო დაკარგეს, ჩვენ დავრჩით ქართველებად და უმრავლესობა არ შევშინდით, არც გავიყიდეთ. როცა რეჟიმში ბზარებზე ვლაპარაკობთ, ვერაფერი სხვა ვერ გააჩენს ისეთ ბზარებს, როგორც ჩვენი სიმრავლის მუდმივი დემონსტრირება; ეს ეტაპი გასავლელია, მაგრამ, საბოლოო ჯამში, გამარჯვება მოვა მხოლოდ ქუჩაში.“- ნათქვამია ზურაბ ჯაფარიძის წერილში.

ზურა გირჩი ჯაფარიძის ინიციატივას გამოხმაურებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში.

 

 

მსგავსი