ოპოზიციის სამოქმედო გეგმა

ოპოზიციაში შიდა კონსულტაციები გრძელდება. კონკრეტული პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ აქციები არ დასრულებულა და ახლა მათი მოთხოვნა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაა. პროტესტის ფარგლებში, ისინი სხვადასხვა სამთავრობო უწყების პიკეტირებასაც აანონსებენ. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ რადიკალური ოპოზიციის გეგმები ქვეყნისთვის ზიანის მიყენებას ისახავს მიზნად.