ოპოზიციის სამოქმედო გეგმა
რას გეგმავს ოპოზიციური ალიანსი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს – 26 მაისის აქციის შესახებ, შეხვედრაზე იმსჯელეს, რომელსაც ამჯერად გაერთიანებაში შემავალი ყველა პარტია დაესწრო. ალიანსში ამბობენ, რომ თბილისის მერიის უარი პარლამენტთან ტექნიკის განთავსებასთან დაკავშირებით, გარკვეულ პრობლემებს ქმნის, თუმცა, მათ გეგმებს ხელს ვერ შეუშლის. კონკრეტული დეტალები საზოგადოებისთვის მოგვიანებით გახდება ცნობილი. მათი განცხადებით, რეგიონებიდან ხალხის მობილიზებას არ აპირებენ. იქნება შეკრება უნივერსიტეტთან, მსვლელობა რუსთაველისკენ და სიტყვით გამოსვლები. ოპოზიცია აპირებს იმ დროისთვის ერევანში მყოფ აშშ-ის სახელმწიფო მდივანსაც მიმართოს.