ოპოზიციის სამოქმედო გეგმა

18:12, 23.05.2026

რა გეგმა აქვს ოპოზიციას 26 მაისს – ოპოზიციური ალიანსის წევრებმა დღეს საჯარო შეხვედრაზე ეს საკითხი განიხილეს. შეკრებას ამჯერად „ნაციონალური მოძრაობაც“ დაესწრო. ალიანსში ამბობენ, რომ თბილისის მერიის უარი, პარლამენტთან ტექნიკის განთავსებასთან დაკავშირებით, გარკვეულ პრობლემებს ქმნის, რადგან დაგეგმილი იყო პოლიტიკოსების სიტყვით გამოსვლები, საჭირო იყო ეკრანი და ხმის გამაძლიერებლები. თუმცა, ალიანსის წევრების განცხადებით, მერიის გადაწყვეტილება ხელს ვერ შეუშლის დაგეგმილ აქციას, მოხდება გადაწყობა და დაისახება ახალი გეგმა, რომლის კონკრეტული დეტალები საზოგადოებისთვის მოგვიანებით გახდება ცნობილი. მათი განცხადებით, რეგიონებიდან ხალხის მობილიზებას არ აპირებენ და საზოგადოებას მოუწოდებენ 26 მაისს დაგეგმილ აქციას შეუერთდნენ.

 

მსგავსი