ოპოზიციის სამოქმედო გეგმა 

12:13, 16.04.2026

უნგრეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა ქართულ ოპოზიციაში ახალი იმედები გააჩინა. ვიქტორ ორბანის პარტიის მარცხი და ოპოზიციის ლიდერის გამარჯვება, ხელისუფლების ოპონენტებისთვის ახალი ბრძოლისა და შესაბამისი სტრატეგიის ჩამოყალიბებისთვის მნიშვნელოვანი ბიძგია.

ოპოზიციის ნაწილი თვლის, რომ უნგრეთის სცენარი საქართველოშიც უნდა განმეორდეს. ისინი თანხმდებიან, რომ ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით უნდა მოხდეს, ამისთვის კი ამომრჩეველთან უფრო მეტი კომუნიკაციის საჭიროებაზე საუბრობენ. მმართველ გუნდში კი დარწმუნებულები არიან, რომ საქართველოში ოპოზიციას არაფერი გამოუვა, რადგან ისინი ქართველი ხალხის ნებას ეწინააღმდეგებიან და მხოლოდ გარე ძალების დაკვეთას ასრულებენ.

მსგავსი