ოპოზიციის სამოქმედო გეგმა
როგორია ოპოზიციის გეგმა: ვინ ვისთან აპირებს თანამშრომლობას და არსებობს თუ არა გაერთიანების შესაძლებლობა – პარტია „თავისუფლების მოედნის“ მიერ გარდამავალი ეტაპის გეგმის წარდგენა ოპოზიციაში განხილვის თემაა. აღნიშნული სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებას, პოლიტიკური ცვლილების შემდეგ პირველ 100 დღეში გადაუდებელი რეფორმების განხორციელებას და მათი თქმით, კონსტიტუციური წესრიგის და სამართლიანობის, ინსტიტუტების აღდგენას. ვის ექნება წარსული გამოცდილების ფონზე ახალ ერთობაში შესვლის სურვილი, ჯერ გაურკვეველია. მმართველი გუნდი კი ოპოზიციის მცდელობებს არარეალისტურს უწოდებს.