ოპოზიციის სამოქმედო გეგმა
 სალომე ზურაბიშვილისა და მასთან ერთად წინააღმდეგობის პლატფორმაში გაერთიანებული ოპოზიციის მხრიდან კოალიციური მთავრობის აუცილებლობაზე დაწყებულ საუბარს ნაადრევად მიიჩნევს ოპოზიციის ერთი ნაწილი. ისინი თვლიან, რომ პირველ რიგში მიზანი რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაა და არა მთავრობის ფორმირებაზე ფიქრი, ასეთი პოზიცია აქვთ „ნაციონალურ მოძრაობაში“, რომლებიც ამ პლატფორმას ერთი თვის წინ გამოეთიშნენ.
 
კონკრეტულ საკითხებზე თანამშრომლობაზე საუბრობენ გიორგი გახარიას პარტიაში, თუმცა, როდესაც საკითხი კოალიციურ მთავრობას ეხება, ამბობენ, რომ მათთვის წითელი ხაზია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ რაიმე ტიპის ერთობა. მმართველი პარტია კი ოპონენტებს ურჩევს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოემზადონ, რადგან რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები არ ჩაინიშნება.