ოპოზიციის სამოქმედო გეგმა

რამდენიმე საათში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს მეექვსე ჩაანაცვლებს. მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია ხვალ გაიმართება, რაც ნიშნავს იმას, რომ სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილება შეუწყდება. უცნობია, რა გეგმით აპირებს მოქმედებას ზურაბიშვილი, რომელიც ამბობს, რომ რჩება პრეზიდენტად. „ქართული ოცნება“ იმედოვნებს, რომ ის დანაშაულს არ ჩაიდენს და რეზიდენციას დატოვებს. ოპოზიციაც სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ელოდება და ამბობს, რომ მის სტრატეგიას გაიზიარებს.