ოპოზიციის სამოქმედო გეგმა

როგორია ოპოზიციის სამოქმედო გეგმა ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ – მიხეილ ყაველაშვილი საკუთარი უფლებამოსილების შესრულებას ორ კვირაში, 29 დეკემბრის შემდეგ უნდა შეუდგეს.

ოპოზიცია ახლადარჩეულ პრეზიდენტს არ ცნობს, თავად სალომე ზურაბიშვილი კი არც თანამდებობის და არც სასახლის დატოვებას არ აპირებს. ხელისუფლების ოპონენტების განმარტებით, შექმნილი ვითარებიდან ყველაზე რეალური გამოსავალი ხელახალი საპარლამენტო არჩევნებია. ამ აზრს იზიარებს თავად სალომე ზურაბიშვილიც.

საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს მმართველი გუნდი კვლავ კონსტიტუციას ახსენებს და მის განცხადებებს არალეგიტიმურობასთან დაკავშირებით მწვავედ აკრიტიკებს.