ოპოზიციის სამოქმედო გეგმა

როგორ გაგრძელდება საპროტესტო აქციები – ბარიერგადალახული ოპოზიციური სუბიექტები წინააღმდეგობრივი მოძრაობის უწყვეტობის აუცილებლობაზე თანხმდებიან. ძალაში რჩება ქვეყნის მასშტაბით გაფიცვების მოწყობაც, რაზეც ოთხი პოლიტიკური ძალის ლიდერები ორი დღის წინ შეთანხმდნენ. ხელახალი საპარლამენტო არჩევნების მისაღწევად გეგმის ნაწილია საერთაშორისო პარტნიორებთან მუდმივი კომუნიკაცია და მათთან კონკრეტული ზომების მიღების მიზნით მუშაობა. იგულისხმება ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ პერსონალური სანქციების ამოქმედება. არსებულ ვითარებას პირველ არხთან ინტერვიუში პოლიტიკურ კრიზისად აფასებს პრეზიდენტი, რომელიც პრემიერს გადადგომისკენ მოუწოდებს. მმართველი გუნდი პოლიტიკურ პარტიებს და ცალკეულ არასამთავრობო ორგანიზაციებს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის მცდელობაში ადანაშაულებს.